Thursday, May 20, 2010

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი



“გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა “ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი.
მიღებული შედეგების მიხედვით პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია გამოიცეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი.
წიგნი-ალბომი “ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული ფილმი” ორ ენოვანი იქნება: ქართულ და ინგლისური. მასში შემავალი სტატიები და ფოტო სურათები სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.
დაგეგმილია ამ ფილმების ჩვენების კვირეულის მოწყობა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე უნდა გამოვუშვათ ფილმები WHS ფორმატის ვიდეოკასეტებზე და ლაზერულ დისკებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ფილმების აღდგენა-რესტავრაციას.
ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება ყველა ქართული კინოს მოყვარულისათვის. ასევე ეს პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კინოს პოპულარიზაციას.


1."ელისო", რეჟისორი ნ. შენგელაია“ელისო”, რეჟისორი ნ. შენგელაია

2."იყო შაშვი მგალობელი", რეჟ. ო. იოსელიანი“იყო შაშვი მგალობელი”, რეჟ. ო. იოსელიანი

3."ჯიმ შვანთე", რეჟ. მ. კალატოზიშვილი“ჯიმ შვანთე”, რეჟ. მ. კალატოზიშვილი

4."ჩემი ბებია", რეჟ. კ. მიქაბერიძე“ჩემი ბებია”, რეჟ. კ. მიქაბერიძე

5."არაჩვეულებრივი გამოფენა", რეჟ. ელდარ შენგელაია“არაჩვეულებრივი გამოფენა”, რეჟ. ელდარ შენგელაია

6."დიდი მწვანე ველი", რეჟ. მ. კოკოჩაშვილი“დიდი მწვანე ველი”, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი

7."ვედრება", რეჟ. თ. აბულაძე“ვედრება”, რეჟ. თ. აბულაძე

8."გიორგობისთვე", რეჟ. ო. იოსელიანი“გიორგობისთვე”, რეჟ. ო. იოსელიანი

9."ქორწილი, მუსიკოსები,ქოლგა", რეჟ. მ. კობახიძე“ქორწილი”, რეჟ. მ. კობახიძე

10."დაკარგული სამოთხე", რეჟ. დ. რონდელი“დაკარგული სამოთხე”, რეჟ. დ. რონდელი

11."ფიროსმანი", რეჟ. გ. შენგელაია“ფიროსმანი”, რეჟ. გ. შენგელაია

12."ცისფერი მთები", რეჟ. ე. შენგელაია“ცისფერი მთები”, რეჟ. ე. შენგელაია



წყარო: http://burusi.wordpress.com

ქართული კინო კოლაჟი


ქართული კინოხელოვნების ისტორია მე–20 საუკუნის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ, ლუმირების სისტემის საპროექციო აპარატი შეისყიდეს და „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საგასტროლოდ გაემგზავრნენ.1904 წელს ოდესელმა კომერსანტმა ქალმა სოფია ივანიცკაიამ თბილისში გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გახსნა პირველი კინოსტაციონარი „ილუზიონი“, ერთი წლის შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ახალი, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინოთეატრი ააშენა.
1909 წელს სოფია ივანიცკაიას დახმარებით ალექსანდრე დიღმელოვმა ქრონიკის გადაღება დაიწყო, ფილმების ნეგატივებს ფირმა “პატე“ თავისი კინოჟურნალისთვის იძენდა.
1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).
არსებობის დღიდან ქართულ კინოში 1000–ზე მეტი მხატვრული ფილმია შექმნილი. მონაცემთა ბაზაზე თანდათანობით განთავსდება სრული ინფორმაცია საქართველოში შექმნილ ყველა მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციურ ფილმზე. სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი ფილმების შემქმნელთა ბიოგრაფიები, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე და მოპოვებული პრიზები.

Thursday, May 13, 2010



ქართული კინოს ისტორია

საქართველოში კინემატოგრაფიის ისტორია იწყება ევროპულის პარალელურად.
  1896 წლის 16 ნოემბერი – თბილისის სათავადაზნაურო თეატრი – ნაჩვენები იქნება ლუმიერების სინემატოგრაფი – იუწყებოდნენ თბილისის ქუჩებში გამოკრული აფიშები.
  1904 წლიდან კი პირველი სტაციონალური კინოთეატრის “ილუზიონის” გახსნის შემდეგ თბილისში იხსნება მრავალი კინოთეატრი: `აპოლო”, `სკიფი”, `ერანი”, `კოლიზეი”, `სინემა”, `მელენელექტრიკი” და სხვ. საქართველოში კინოგაქირავებით დაკავებული იყვნენ ისეთი ფირმები როგორიცაა ` ჩინეზი”, `ამბროზიო”, `გომონი”, `პატე”, `სოფიო ივანიცკაია და გომონი”.
  1908 წლიდან იწყება ქართული კინოფილმების წარმოების ისტორია, რომლის პიონერები იყვნენ ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი. მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები ძირითადად ასახავდა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: `ქვანახშირის ზიდვა აქლემებით”, `ბაქოს ბაზრები”, `ქუთაისის პეიზაჟები” და სხვ.
  1908 წელი _ ეს თარიღი ოფიციალურად აღინიშნება ქართული კინოს შექმნის თარიღად.
  1812 წ. – ქუთაისი – კინოთეატრი `რადიუმი”- პრემიერა ვასილ ამაშუკელის ფილმისა ` აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”- ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი, პირველი ფილმი, რომელიც შევიდა მსოფლიოს კინემატოგრაფის ისტორიაში,როგორც საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი ოსტატობითა და ქრონომეტრაჟით...ეს იყო ფსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ანალოგი ამ დროისტვის არ ჰქონია.
  1916 წელს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებულ იქნა პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული (ე.წ. игравой) ფილმი ` ქრისტინე”.
  1918 წელს ბელგიური კინოფირმა `ფილმე”-ს მეშვეობით თბილისში არსდება პირველი კინოსტუდია.
  1923 წელს ზემოაღნიშნული სტუდიის ბაზაზე არსდება `სახკინმრეწვი”.
  1928 წელს იქმნება კინოქრონიკის სექტორი. Aმ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებული 200 მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმები.
  1930 წელს გადაღებულ იქნა პირველი ანიმაციური ფილმი (`გაზაფხული” – რეჟ. ვლადიმერ მუჯირი).
  1932 წელს შეიქმნა პირვლი ხმოვანი მხატვრული ფილმი.
  1938 წელს `სახკინმრეწვს” ეწოდა `თბილისის კინოსტუდია”.
  1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია,სადაც გადაღებულ იქნა პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი.
  1951 წლიდან თბილისის კინოსტუდია იწყებს ფერადი ფილმების წარმოებას.
  1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა `ქართული ფილმი”.
  1956 წლიდან – საქართველოს ტელევიზიის მაუწყებლობის გახსნიდან იწყება სატელევიზიო ფილმების სტუდიის არსებობა.
  1958 წელს ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია.
უცხოელმა კინემატოგრაფისტებმა კარგად იცოდნენ ქართული ფილმების აღსანიშნავი სტილი, გამორჩეული ნიშანი და მხარს უჭერდნენ მათ ავტორებს საერთაშორისო ღონისძიებებზე, არამარტო მათი მაღალი პროფესიონალური უნარ-ჩვევების გამო,არამედ მათი მოქალაქეობრივი სიმამაცეს და ხელოვნებისადმი თავგანწირულ დამოკიდებულებას. თანდათანობით ქართულ კინემატოგრაფიაში გაჩნდა ქართული კინოს ფენომენი.
  ქართული კინოს 100 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილია 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმები,600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარი ფილმები და 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმები.
  ქართულ კინოში დასაბამიდან დღემდე მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული კინემატოგრაფისტები როგორიცაა ალ. წუწუნავა , ა. Dდიღმელოვი,
კ. მარჯანიშვილი, ვ. ბარსკი, ივ. Pერესტიანი, მ. კალატოზოვი (კალატოზიშვილი), ნ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, დ. რონდელი, ვ. ტაბლიაშვილი, ნ. სანიშვილი, რ. ჩხეიძე, ო. იოსელიანი, ე. შენგელაია, ლ. ღოღობერიძე , ს. ფარაჯანოვი, გ. შენგელაია თ. აბულაძე, ირ. კვირიკაძე, ნ. ჯორჯაძე, თ ბაბლუანი და სხვ.
  ქართულმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თთქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ომერჰაუზენი, ვენეცია, რომი, და სხბანი და ხვანი.
  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ განიცადა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. არ არის გასაკვირი, რომ კრიზისმა გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზე. თექნიკოსები და მსახიობები დაითხოვეს სამსახურიდან. Kინოს მწარმოებელი სამსახურები ან დახურეს, ან მათი დაფინანსება უბრალოდ მინიმუმამდე დაიყვანეს. თთთითქმის 10 წლის მანძილზე კინოსტუდია ქართული ფილმი არ განიცდიდა ტექნიკურ განახლებას და ფილმწარმოება მინიმუმამდე დავიდა.
  ამჟამად სახელმწიფო ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქართული ფილმის ინდუსტრიას. ქართული ფილმის ძირითადი შენობის სარესტავრაციო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულდა. შენობა რეკონსტრუირებული იქნა თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით. შექმნილია კინოს საპროდუქციო, პოსტსაპროდუქციო უახლესი აპარატურა და ტექნოლოგიები. დღეს-დღეობით თამამად შეიძლება ითქვას, განახლებული `ქართული ფილმი” მზად არის კვლავ ჩაერთოს მსოფლიო კინოინდუსტრიის შექმნისა და განვითარების პროცესში.