ქართველი კინომსახიობები

ლეილა აბაშიძ

დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი" რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. 

ვერიკო ანჯაფარიძე 
  
დაიბადა ქუთაისში ნოტარიუსის ოჯახში 1897 წლის 23 სექტემბერს. ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვის სტუდიაში (1916-1917). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში გიორგი ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიაში. 1919 წელს ე. ბრიეს "სარწმუნოებაში" ქართულ სცენაზე განასახიერა პირველი როლი (იაუმა) და ითამაშა მომავალ მეუღლესთან მიხეილ ჭიაურელთან ერთად. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926–1928 – ბათუმის თეატრისა და თბილისის "მუშათა თეატრის" მსახიობი. 1928 წლიდან მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ მეორე დრამის თეატრში, ქუთაისსა და ბათუმში, შემდგომ ეს დასი მარჯანიშვილის თეატრის სახელწოდებით დაფუძნდა ქ. თბილისში. 1932-1933 წ.წ. მოღვაწეობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის "დედაში" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. იყო საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირი (1979). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო – ყოფილი სტალინური (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1980). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1992 წლის 19 მაისს ინგლისის ხელოვნების აკადემიამ ვერიკო ანჯაფარიძე შეიყვანა მეოცე საუკუნის ტრაგიკოს–მსახიობთა ათეულში.

 

ბივი ბერიკაშვილი 

დაიბადა სოფ. კოლაგში (გურჯაანის რ–ნი) 1933 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ჯგუფის ხელმძღვანელი ლილი იოსელიანი).სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკ. თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979). კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი. იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი. წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი. 

გურანდა გაბუნია 

დაიბადა 1938 წლის 26 აგვისტოს. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკ. თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი. სამგზის წლის საუკეთესო მსახიობი ქალი. 


სერგო ზაქარიაძე 

დაიბადა ბაქოში 1909 წლის 18 ივნისი/1 ივლისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრში.1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში.1955-1960 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა სცენურ მეტყველებას. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია (1966) , რუსთაველის სახელობის პრემია (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით. 


სესილია თაყაიშვილი  

დაიბადა ბათუმში 1906 წლის 17 (30) სექტემბერს. 1914 წელს შევიდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. მე–8 კლასის მოსწავლემ მისაღები გამოცდები ჩააბარა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს და ჩაირიცხა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 130-მდე როლი განასახიერა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1967).შ. რუსთაველის სახელობის (1983) და საქართველოს სახელმწიფო (1985– გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი. 

კახი კავსაძე 

დაიბადა თბილისში 1935 წლის 5 ივნისს. კახის დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში და ხშირად ამბობენ რომ კახი დაიბადა ტყიბულში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. და გახდა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). ქ. დუშანბეს საკავშირო კინოფესტივლის პრემიის ლაურიატი (1989). 


მედეა ჩახავა 

დაიბადა 1921 წლის 15 მაისს სოფ. სერგიეთში (მარტვილის რ–ნი). 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე–4 საშუალო სკოლა, 1943 წელს - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში იღებდნენ 1942 წლიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960). საბჭოთა კავშირის (1951) და საქართველოს (2006) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1996). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002). 


ჟანრი ლოლაშვილი 


დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს თბილისში. 23-ე საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მხატვარ-მულტიპლიკატორად. 1959-61 წ.წ. სწავლა განაგრძო მოსკოვის უმაღლეს კურსებზე მხატვარ-მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე. 1965 წ. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზუგდიდიდს (1965-66), ხოლო 1967 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1981 წელს – სახალხო არტისტის წოდება. 

სოფიკო ჭიაურელი 

დაიბადა თბილისში 1937 წლის 21 მაისს. მშობლები მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე.თბილისის ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1955–60 წ.წ. სწავლობდა მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში კინოსა და თეატრის მსახიობის ფაკულტეტზე (ოლგა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვის სახელოსნო). მოსკოვის უამრავი თეატრების მიწვევის მიუხედავად იგი დაბრუნდა სამშობლოში. 1960–1964 და 1968 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1964–68 წლებში შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 1998 წლიდან პარალელურად მუშაობს თეატრ "ვერიკოს" მსახიობად. 2003 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. იგი ხშირად ამბობს "მე არ ვთამაშობ, მე ჩემი გმირებით ვცოცხლობ!"
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს (1976) და სომხეთის (1979) სახალხო არტისტი.
დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით (1965), "ღირსების" ორდენით (1997). სახელმწიფო (1980), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის (1996), შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო (1998), კ. მარჯანიშვილის სახელობის (2000), ნუცა ჩხეიძის სახელობის (2002) და "ეკრანის დედოფალი" – ვერა ხოლოდნაიას სახელობის (2003) პრემიების ლაურიატი. საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიების ლაურიატი (1957, 1965, 1966 , 1971, 1972, 1974, 1976, 1978, 1992). მოვსეს ხორენაცის სახელობის მედლის კავალერი (2000), "აღმაშენებლის ვარსკვლავის" ორდენის კავალერი (სანქტ–პეტერბურგი–2004). 1974–1979 წ.წ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თბილისის (1997), ფოთის (1995), ქუთაისის (2003) და კვიპროსის საპატიო მოქალაქე.



ეროსი მანჯგალაძე 
 

დაიბადა სოფელ განირში1925 წლის 3 მარტს. 1947 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით.1948 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, მისი დებიუტი შედგა კომედიური ჟანრის სპექტაკლში.1942–1943 წლებში იყო საქართველოს რადიოს დიქტორი და კომენტატორი. იგი იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი, პრინციპულად მიყავდა მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები. მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წელს (კოტე მახარაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კინოში მისი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). 

დოდო ჭიჭინაძე 

დაიბადა ქუთაისში 1924 წლის 28 დეკემბერს. 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). 







ოთარ მეღვინეთუხუცესი 

დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. 1954 წლიდან მუშაობს კ. მარჯანიშვილის სახ. აკ. თეატრში. კინოში მონაწილეობს 1958 წლიდან. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979). ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977, 1981). ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივლის პრიზის ლაურეატი (1991). 

მედეა ჯაფარიძე 

დაიბადა თბილისში 1920 წლის 20 თებერვალს. 1942 წლიდან იყო კ.მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). დაჯილდოებულია სტალინური პრემიით (1950). 








გურამ საღარაძე 

დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. მსახიობობასთან ერთად წარმატებით ეწევა პედაგოგიურ–აღმზრდელობით საქმიანობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიკა ქავჟარაძე 

დაიბადა 1959 წლის 26 ოქტომბერს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 




რამაზ ჩხიკვაძე

დაიბადა თბილისში 1928 წლის 28 თებერვალს.1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. სსრკ სახალხო არტისტი (1980). სსრკ შრომის გმირი (1988).1974 წელს მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნერგები“. არის სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.


ნინელი ჭანკვეტაძე 

დაიბადა ქ. თბილისში 1957 წლის 21 ნოემბერს. 1974 წ. დაამთავრა თბილისის 140–ე საშუალო სკოლა. 1979 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქ, თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქ. კინოკავშირის წევრი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 1999 წ. დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", 2006 წ. არჩეულია საქ. ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქ. თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის "ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის(1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.

 


ჯემალ ღაღანიძე 


დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს. 1952 წელს დაამთავრა კახის რაიონის ქართული საშუალო სკოლა. 1956 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967). საქართველოს სახალხო არტისტი (1980). მიღებული აქვს პრემია ”იპო” (2007). 


მარინა კახიანი 

დაიბადა თბილისში 1957 წლის 19 სექტემბერს. 1975 წ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1975–76 წ.წ. მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 1980 წ. შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. რუსთაველის თეატრის მსახიობია. 


მურმან ჯინორია 

დაიბადა თბილისში 1947 წლის 21 თებერვალს. 1975 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო კინომსახიობთა თეატრში. 1983 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. 

ნანუკა ხუსკივაძე

დაიბადა 1965 წლის 25 დეკემბერს. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 







ლევან უჩანეიშვილი 

დაიბადა თბილისში 1958 წლის 15 დეკემბერს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. 1976 წლიდან იღებენ კინოში, 1979 წლიდან კი გახდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. 90–იანი წლებიდან იგი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში, სადაც უცხოელის კვალობაზე მიაღწია საკმაოდ დიდ წარმატებას, გადაღებულია ჰოლივუდის ფილმებში, ასევე წარმატებით იღებენ რუსეთის კინოსტუდიები. 



ეკა კახიანი 


დაიბადა 1964 წლის 16 იანვარს. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია. თეატრალური უნივერსიტეტი, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი. 1974-80 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და მრავალი პრიზი. 



ზურაბ ყიფშიძე 


დაიბადა თბილისში 1953 წლის 10 აგვისტოს. 1970–1971 წლებში სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო). 1976 წლიდან გახდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. პრემია "ნიკას" ლაურიატი (1997). 

ნუცა კუხიანიძე

დაიბადა 8 აგვისტოს 1983 წელს. საქართველოში მონაწილეობს ფილმებში არა, მეგობარო! (1993)
27 დაკარგული კოცნა (2000)
ნიჭიერი ქურდი (აშშ, 2002)
Mathilde (აშშ, 2004)
Dirty Work (აშშ, 2004)კომპლექსი (2005)გასეირნება ყარაბაღში(2005)მედიატორი (2008) 


გიორგი ყიფშიძე 


 დაიბადა  22 ნოემბერს 1977 წელს საქართველოში. მონაწილეობს ფილმებში:
1. კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბახში 2) - (2009)
2. თბილისური Love Story (ნიკა) - (2009)
3. რევერსი (უბრალოდ თამაში) (გიორგი) - (2006)


ნანკა კალატოზიშვილი

დაიბადა 1979 წლის 8 მაისს. 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წელს გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. 




ჯაბა კილაძე 

დაიბადა 24 აგვისტოს 1981 წელს საქართველოში, მონაწილეობს ფილმებში:
1. მაიტა ნასოსი - (2010)
2. იდიოტოკრატია (ტარიელი) - (2008)
3. 16+ - (2006)