ფილმები

აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში



 

დამდგმელი რეჟისორი: ვასილ ამაშუკელი
სცენარის ავტორი: ვასილ ამაშუკელი
დამდგმელი ოპერატორი: ვასილ ამაშუკელი

1912 წელს ეკრანებზე გამოჩნდა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
დღეისათვის შემორჩენილია 330 მეტრის ფირი.
ფილმი ეძღვნება დიდ კლასიკოს პოეტს აკაკი წერეთელს (1840–1915). მის მოგზაურობას იმერეთის მთიან რაიონებში და რაჭა–ლეჩხუმში. ერთ–ერთი თანამგზავრი იყო ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი. მოხუცებული პოეტის მოგზაურობას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მოგზაურობამ დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. პოეტი ქუთაისიდან გავიდა 1912 წლის 21 ივლისს და ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გზაში. მოხუცები, ახალგაზრდები და ბავშვები პოეტს ეგებებოდნენ ყვავილებით და საჩუქრებით. ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდები სროლითა და სიმღერით ხვდებოდნენ, ბევრი მათგანი მიყვებოდა გვერდით. მოგზაურობის დასასრულს პოეტის თანამგზავრთა რიცხვმა მიაღწია რამოდენიმე ასეულ კაცს. პოეტი უზომოდ ბედნიერი იყო. მისი აზრით საქართველო უკვე სხვა იყო ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, ხალხი ესალმებოდა თავისუფალ მომავალს და მზად იყო მის მოსაპოვებლად. ყოველივე ეს სწორად განჭვრიტა ამაშუკელმა, ფილმში აჩვენა არა მარტო პოეტის პოპულარობა, არამედ ქართული ტრადიციები, ლიტერატურის სიყვარული საქართველოს უმშვენიერესი ბუნება და ხალხის მომავალი, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა.
ქრისტინე



დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი
მონაწილეობენ: ანტონინა აბელიშვილი (ქრისტინე), გიორგი ფრონისპირელი (იასონი), ვასილ (ვასო) არაბიძე (დათია), სოფიო ყიფშიძე (მარიკა), მ. გოგოლაშვილი (სონა), ბ. როსტომაშვილი (ნატა), ცეცილია წუწუნავა (მარინე), ვასო აბაშიძე, ილია ზურაბიშვილი, ნიკო გვარაძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სიმონ ჟივიძე, პავლე ფრანგიშვილი, ს. თარალაშვილი, ვიქტორ მატარაძე, გ. იორდანიშვილი
გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ფილმის გადაღება დაიწყო 1916 წელს.
აზნაურ იასონ უქმაძის მიერ ნამუსახდილი სოფლელი გოგონა ქრისტინე ახლობელთა შეურაცხმყოფელ საყვედურებს ვეღარ გაუძლებს და თავის მოკვლას გადაწყვეტს. ქალს შეამჩნევენ და წყლიდან ამოიყვანენ. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ქრისტინე ქალაქში გაყვება ახალგაცნობილ "გულშემატკივარ" სონას, რომელიც მას საროსკიპოში მიიყვანს. ქრისტინეს იმედები იმსხვრევა. ბედისწერა არაერთხელ გასწირავს, მომხიბლავ ქალიშვილს გარეგნობაც აღარ შერჩება და მათხოვრობაში ამოხდება სული.

მონანიება 



დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ნანა ჯანელიძე, თენგიზ აბულაძე, რეზო კვესელავა
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ აგრანოვიჩი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
ხმის ოპერატორი: დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე
მონაწილეობენ: ავთანდილ მახარაძე (ვარლამ არავიძე/აბელ არავიძე), ია ნინიძე (გულიკო), მერაბ ნინიძე (თორნიკე), ზეინაბ ბოცვაძე (ქეთევან ბარათელი), ქეთევან აბულაძე (ნინო ბარათელი), ედიშერ გიორგობიანი (სანდრო ბარათელი), კახი კავსაძე (მიხეილ კორეშელი), ნინო ზაქარიაძე (ელენე კორიშელი), ნატო ოჩიგავა (ქეთევანი - ბავშვობაში), დათო ქემხაძე (აბელი - ბავშვობაში), ვერიკო ანჯაფარიძე (ბანოვანი), ბორის წიფურია, აკაკი ხიდაშელი, ლეო ანთაძე, რეზო ესაძე (აპოლონი), ამირან ამირანაშვილი, ამირან ბუაძე, დავით პაპუაშვილი, შოთა სხირტლაძე, ბესარიონ ხიდეშელი, მზია მახვილაძე, თამარ ციციშვილი, მარინა კახიანი (სერაფიმა), რუსუდან კიკნაძე, ხათუნა ხობუა, ლია კაპანაძე (პატიმრის დედა), კოტე მახარაძე (პროკურორი), ზურა ქავთარაძე, დავით დვალიშვილი, ნელი ჯავახიშვილი, მიხეილ (უმც) ჯოჯუა, თენგიზ კოშკაძე, პავლე ნოზაძე, თენგიზ თავარიანი, რევაზ ბარამიძე, იური ვასაძე
მუსიკალური გაფორმება: ნანა ჯანელიძის

საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპეციალური დიდი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი.
პრიზი "ოქროს ჰიუგო", ჩიკაგოს (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალი;.
იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის (1987)

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი





დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ლეილა აშიანი
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (სოსო), ვასილ კახნიაშვილი (ვასო), თეიმურაზ ჩირგაძე (დირექტორი), ივანე საყვარელიძე (მარკშეიდერი), სესილია თაყაიშვილი (ბუღალტერი), გრიგოლ ნაცვლიშვილი (იროდიონი), ვლადიმერ მეზვრიშვილი (გრიშა), ოთარ გუნცაძე (მღებავი), დარეჯან სუმბათაშვილი (ბელა), ზეინაბ ბოცვაძე (ლალი), ნინო თუთბერიძე (მდივანი), მიხეილ ქიქოძე, გ. ჩხაიძე (შუქრი), გურამ ლორთქიფანიძე (თენგიზი), გურამ პეტრიაშვილი (ქმარი), მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა (მსახიობი), ლიკა ქავჟარაძე, ოთარ კობერიძე (მსახიობი), ვასილ ჩხაიძე, შოთა ქოჩორაძე, ეკა ქუთათელაძე, გია ლაზიშვილი, ანზორ ღვინერია, ვაჟა ნოდია, დავით ხინთიბიძე, ოლღა თაბუკაშვილი, თეა (ნათელა) გაბუნია, მაია ლოლაძე, ომარ შოთაშვილი (ჩაჩანიძე), ო. მელაძე, ვ. მელიქიშვილი

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ... ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...

ბაში-აჩუკი





დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორები: ვლადიმერ კარსანიძე, ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი), დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი), ლია ელიავა (მზისა და მთვარისა), მედეა ჩახავა (მელანო), დოდო ჭიჭინაძე (ნინო), კოტე დაუშვილი (სელიმხანი), იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ჩოლოყაშვილი), მერი დავითაშვილი (თიმსალ-მაკო), გურამ საღარაძე (ფეიქარ მირზა ახუნდი), თამარ ციციშვილი (ერისთავის ქალი ), გიორგი შავგულიძე (ზაალ ერისთავი ), მიხეილ მგელაძე (სიმონ მაყაშვილი), ალექსანდრე ეძგვერაძე (გაფრინდაული), გივი თოხაძე, გიორგი ტატიშვილი, ნიკოლოზ წიკლაური (ყორჩიხანი), შალვა ბეჟუაშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი (მოურავი), გიორგი ჟუჟუნაშვილი (მოხუცი მეომარი ), გრიგოლ კოსტავა (ფარნა), მიხეილ ჩიხლაძე (გლეხი)

გადაღებულია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

XVII საუკუნეში კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოს მოედო. იმერელი ჭაბუკი, მეტსახელად "ბაში-აჩუკი", მუსრს ავლებს ყიზილბაშებს. იგი ტყვეობიდან ათავისუფლებს შაჰის ჰარამხანისთვის სპარსეთისკენ გარეკილ ქალიშვილებს, რომელთა შორის მისი ტყუპი დებიც არიან. ბაში-აჩუკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებულ სპარს ფალავანს, მოსისხლე მტერს, აბდუშაჰილს, ერთი მათგანი, მზისა, შეუყვარდება. მის სიყვარულში დარწმუნებული მზისა აბდუშაჰილს აჯანყებულ ქართველთა ბანაკში მიიყვანს, სადაც გაირკვევა, რომ ისიც ქართველია – ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული და მტრის კარზე გაზრდილი. აბდუშაჰილის ლაშქარი იარაღს დაყრის. ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდება.


გარიგება 



დამდგმელი რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
სცენარის ავტორები: ნუნუ მატარაძე, ნათია გოგოჭური
დამდგმელი ოპერატორი: დავით გოგილაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დავით აფციაური
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მემონტაჟე: მარინა კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ნანული სარაჯიშვილი (მარო), გიორგი (გოგა) პიპინაშვილი (მიტო), მარინა საღარაძე (ქეთინო), რუსლან მიქაბერიძე, მამუკა ლორია, მერი ბალღიაშვილი, ნინო კოლელიშვილი, ლია აბაშიძე, დიმიტრი (დუტა) სხირტლაძე (მეგობარი)

ფილმის სპონსორია სარედაქციო მთარგმნელობითი გაერთიანება "ნუკრი" დირექტორი არჩილ ნაცვლიშვილი


კახელი ქალი მარო ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან დროებით დაახლოებას აიძულებს. ანგარება მაროს ქმარს დააკარგვინებს. ექიმი ქალი მიხოს წესიერებასა და ნიჭს დაუფასებს და მასთან ერთად მშვენიერ ოჯახს შექმნის. მარო მწარედ ნანობს თავის საქციელს.

ფესტივალები და პრიზები
:
საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალის პრიზი "საუკეთესო სცენარისათვის" ნუნუ მატარაძესა და ნათია გოგოჭურს - მიუნჰენი (გერმანია) (1994).


ვედრება




დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (ღვთისია), რუსუდან კიკნაძე (ქვრივი-ქალი), რამაზ ჩხიკვაძე (მაცილი), თენგიზ არჩვაძე (ალუდა), გეიდარ ფალავანდიშვილი (მუცალი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯოყოლა), ზურაბ ქაფიანიძე (ზვიადაური), ნანა ქავთარაძე (აგაზა), ირაკლი უჩანეიშვილი (მუსა), დიმიტრი ყიფიანი (თავადი )

გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივების მიხედვით

ხევსურმა ალუდამ ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია (1973).
 


ფესვები 



დამდგმელი რეჟისორი
: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვრები: შოთა გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი
: ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხმის ოპერატორი: დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე
მონაწილეობენ: იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გიორგი ახალგაზრდობაში), დოდო აბაშიძე (გიორგი ხანდაზმულობაში), ია ფარულავა (მადლენი ახალგაზრდობაში), ლორანს რაგონი (მადლენი ხანდაზმულობაში), ლევან აბაშიძე, ალექსანდრე მეძმარიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი (ანრი), გიორგი გეგეჭკორი (ჯანდიერი), გიორგი ჯიბლაძე (მათე პატარა), მალხაზ გორგილაძე (მათე), თ. ალადაშვილი, ბონდო გოგინავა, ი. დადიანი, ნიაზ დიასამიძე, ე. დგებუაძე, ვახტანგ ელიოზიშვილი, ლილი იოსელიანი, რუსუდან კიკნაძე, ე. კარელსკი, ედიშერ მაღალაშვილი, მაკა მახარაძე, არჩილ ფოცხვერაშვილი, გიო მგელაძე, თამარ სხირტლაძე, მერაბ ნინიძე (ტარიელი), ნ. ჩალათაშვილი, ამირან ქადეიშვილი, იური ცანავა, ბაადურ წულაძე, ბერტა ხაფავა

გასული საუკუნის დასაწყისში ბედის საძებნელად საფრანგეთში გადახვეწილმა გიორგი ზაქარეიშვილმა სამშობლოში დაბრუნების ოცნება საფლავში თან ჩაიტანა. ბევრს ეცადა, მაგრამ ღარიბსა და უთვისტომოს ყველგან ხელი მოეცარა, მძღოლობას ვერ გასცდა. ბოლოს ფრანგ გოგონაზე დაქორწინდა და სამუდამოდ პარიზში დასახლდა. სამშობლოს ნოსტალგია არასდროს განელებია. გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ბაბუის ფერფლი მშობლიურ სოფელში ჩამოიტანა.


ნატვრის ხე





დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე
მონაწილეობენ: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (ბუნბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჩაჩიკა / ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბათულა), გივი ბერიკაშვილი (ფადლაურა), ჯემალ ღაღანიძე (თაღრია), დავით პაპუაშვილი (დიაკვანი აზარია), ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე (ნინორე), თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბურბუთაშვილი (შეთეს დედა), შოთა სხირტლაძე (მწყემსი), ბერტა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი, ა. დოლენჯიშვილი, ზაზა ხალვაში, ნათელა მახალდიანი, მ. ჭაბაშვილი, გ. მეჭურჭლიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, დავით უფლისაშვილი, გივი ჭიჭინაძე (იფრო), დავით კვირცხალია

გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით

ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან.

ფესტივალები და პრიზები:
  • ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1977).
  • პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია) (1978).
  • "ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი (1983).






 მე ბებია, ილიკო და ილარიონი





დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: არჩილ კერესელიძე, ნუგზარ ვაწაძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: სერგო ორჯონიკიძე (ზურიკო), სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილიკო), გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი), მანანა აბაზაძე (მერი), კირა (უმც) ანდრონიკაშვილი (ცირა), თენგიზ დაუშვილი (კუკური), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (აგიტატორი), შალვა ხერხეულიძე (ამბაკო), ალექსანდრე გომელაური (ანტიფო), ვახტანგ სულაქველიძე (ქიმიის მასწავლებელი), მიხო ბორაშვილი (რომული), ეკატერინე ვერულეიშვილი (სოფლელი ქალი), ნანი ჩიქვინიძე (მოწაფე)

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით

ობოლი გურული ბიჭის, ზურიკელა ვაშალომიძის ცხოვრება ოლღა ბებიასა და ერთი შეხედვით ახირებული მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში მიედინება. ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ეს ადამიანები ცხოვრებას იუმორით უყურებენ, ილიკო და ილარიონი დაუსრულებლად პაექრობენ და აქილიკებენ ერთმანეთს, თუმცა განუყრელი მეგობრები არიან. ამ დროს იწერება ზურიკელას პირველი ლექსები, პირველი სასიყვარულო ბარათი... გაივლის ომის მძიმე წლები. ზურიკელა ქალაქში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სოფელს დაუბრუნდება.